დანია აშშ-ს მერკელისა და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების თვალთვალში ეხმარებოდა

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით, დანიის წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენებით, ჯაშუშობის მიზნით ინფორმაციის მოსაპოვებლად გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიისა და საფრანგეთის ჩინოვნიკებს უსმენდა, მათ შორის, ანგელა მერკელს – დანიის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო გამოძიებამ დაადინა, რომელიც აშშ-ს ევროვნული უსაფრთხოების სააგენტოსგან საიდუმლოდ მიმდინარეობდა. მასში ოთხი ჰაკერი და ანალიტიკოსი იყო ჩართული, რომლებიც დანიურ-ამერიკული პროფილური სამსახურების ურთიერთმოქმედების სპეციფიკას სწავლობდნენ. სამუშაო ჯგუფის დასკვნები კვირას, 30 მაისს გამოაქვეყნეს დანიურმა, შვედურმა, ნორვეგიულმა, ფრანგულმა ტელევიზიებმა.
სამუშაო ჯგუფის მოხსენება ეხება 2012-2014 წლებს. გამოძიებით დადგინდა, რომ უსმენდნენ ყველა სატელეფონო ზარს და კითხულობდნენ ყველა შეტყობინებას, რომელიც დანიის ინტერნეტ-სადენით გადიოდა – “დოიჩე ველე” წერს.

2020 წლის შემოდგომით აშშ-ს კალიფორნიის მე-9 სასამართლომ დაადგინა, რომ ჯაშუშობის პროგრამა, რომელიც უსმენს სატელეფონო ზარებს და ელექტრონულ მიმოწერას კითხულობს და რომელიც აშშ-ს უსაფრთხოების სააგენტომ და ედუარდ სნოუდენმა შექმნა, უკანონოა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ – რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?!
შემდეგი სტატიაჩინეთის ხელისუფლებამ ოჯახებს სამი ბავშვის ყოლის უფლება მისცა