დანგრეული კორპუსის გვერდით მდებარე სადარბაზოებიდან მოქალაქეები სპეციალური ტექნიკის დახმარებით გამოიყვანეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დანგრეული კორპუსის გვერდით მდებარე სადარბაზოებიდან მოქალაქეები სპეციალური ტექნიკის დახმარებით გამოიყვანეს.

მათი ნაწილი მაშველებმა აივნებიდან გადმოიყვანეს.

ისინი უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ნაწილი დღეს დილით ჩამოინგრა.

banner
წინა სტატიაში„მემგონი ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისთვისაც, ასეთი გაყალბების მეთოდით ხელისუფლებაში დარჩენა უნდა იყოს მიუღებელი“ – გიორგი ნონიაშვილი
შემდეგი სტატიამირანდა მესხი ბიულეტენებში იქექება