დანელია სამეგრელოში დამშრობი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონი-ხობის მდინარეთაშორის მასივზე ჭალადიდის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპს ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, ლევან დვალი სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ და ჭალადიდის დამშრობი სისტემის რებილიტირებული სატუმბი სადგური დაათვალიერეს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, სამეგრელოს რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 5 მლნ ლარზე მეტია დახარჯული. არხების გარდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატუმბ სადგურებსაც.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის განცხადეით, ჭალადიდის დამშრობი სისტემის სრულად აღდგენის შემდეგ, 2017 წლისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დაახლოებით 2 250 ჰა მიწის ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების საშუალება ექნება.

დღეისათვის სამეგრელოს რეგიონში 7, ხოლო საქართველოს მასშტაბით, სამელიორაციო სისტემების 26 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.

სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, თითქმის 30 წელია მელიორაციის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუსაოები რეგიონში არ ჩატარებულა.

2012 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში, სადრენაჟე სისტემების სარეაბილიტაციო 17 პროექტი დასრულდა. შედეგად, რეგიონში დაშრობილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 16 000 ჰა–მდე გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – საქართველომ ექსპერიმენტები უნდა დააასრულოს
შემდეგი სტატიასოფელ ზოტიყელში დიდთოვლობის გამო 7 ადამიანია ჩარჩენილი