“დანაშაული თუ დაადგინა, ვერანაირი საქმიანობა ვერ გახდება იმუნიტეტის მიმნიჭებელი ” – ჩუგოშვილი ანაკლიის პორტზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 25, 2019 12:32

“დანაშაული თუ დაადგინა, ვერანაირი საქმიანობა ვერ გახდება იმუნიტეტის მიმნიჭებელი ” – ჩუგოშვილი ანაკლიის პორტზე

დანაშაული თუ დაადგინა, ვერანაირი საქმიანობა ვერ გახდება იმუნიტეტის მიმნიჭებელი – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ანაკლიის პროექტი არის სახელმწიფოს დაკვეთა, რათა გაიზარდოს ქვეყნისთვის გამტარუნარიანობა და შესაბამისად, ტრანზიტის შესაძლებლობები, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ანაკლიის პროექტზე საკითხის ისე დაყენება, თითქოს ეს ეკუთვნის ან ერთ კომპანიას, ან ერთ პირს, ან რამდენიმეს, შეუძლებელია. ეს არის სახელმწიფო პროექტი და სახელმწიფო აკეთებდა ყველა ეტაპზე მაქსიმალურს, რომ ხელი შეეწყო კომპანიისთვის, რომელიც არის განმახორციელებელი. ანაკლია არ არის არავის საკუთრება.

რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საკითხს, რომელსაც წარმართავს პროკურატურა და ახლა უკვე გადასულია სასამართლო სისტემაში, ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ძალიან გამიჭირდება, რადგან მე არც პროკურატურის წარმომადგენელი ვარ და არც სასამართლოსი. მე ვარ პარლამენტის წევრი, რომელსაც არც მაქვს ხელმისაწვდომი ინფორმაციები კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ თემაზე საუბარი ვერ მექნება. მაღალი სტანდარტით ყოველგვარი ეჭვის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნები თუ დასტურდება და ამას დაადასტურებს სასამართლო, მაშინ სხვადასხვა პროექტები იმუნიტეტი ვერ გახდება ვერც ერთი პირისთვის. დანაშაული თუ დაადგინა და არ დარჩა ეჭვი, ვერანაირი საქმიანობა ვერ გახდება იმუნიტეტის მიმნიჭებელი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 25, 2019 12:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics