დანაშაული ფაქტიურად გახსნილია, ამიტომ სუს-ის მცდელობას, კამერების ჩანაწერები დაამონტაჟონ, აზრი აღარ აქვს-კილაძე

გაზეთ “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე იმ მანქანის ფოტოს აქვეყნებს, სადაც, მისი თქმით, გელა ხვედელიძეზე თავდამსხმელები ისხდნენ. კილაძე წერს, რომ კამერების ჩანაწერებს სუს-ში ამონტაჟებენ, მაგრამ ამას აზრი არა აქვს, რადგან თავდსხმის საქმე, ფაქტობრივად, გახსნილია.

“ყურადღება -სკანდალი :
ერთ კვირაზე მეტია რაც გელა ხვედელიძის ადვოკატები უშედეგოდ ცდილობენ იმ ვიდეოკადრების გაცნობას, რომელიც გამოძიებამ ბარნოვის ქუჩის ობიექტებიდან ადვოკატების მოთხოვნით უკვე ამოიღო.
ჩემი ინფორმაციით ამოღებული კადრები წაღებულია სუსში, და მიდის კადრების გადამუშავება.
სრულიად უშედეგო მცდელობა დანაშაულის კვალის დაფარვისთვის.
ეს არის ავტომანქანა რომელშიც ისხდნენ გელა ხვედელიძეზე თავდამსხმელები.-დანაშაული ფაქტიურად გახსნილია ამიტომ სუსის მცდელობას კამერების ჩანაწერები დაამონტაჟონ, აზრი აღარ აქვს.
სხვა დეტალებზე ვისაუბრებთ უახლოეს დღეებში,
გმადლობთ ყურადღებისათვის,”-წერს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიიური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა – ხუციშვილი
შემდეგი სტატია“ახალი საქართველო“ უფასო სასადილოებთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ასაჯაროვებს