დანაშაული და სახელმწიფო – უსაფრთხოების განცდა, სამართლიანობის აღდგენა!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივითა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით, გურჯაანის რაიონის მოსამართლემ დავით ნარიმანიშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე – „დანაშაული და სახელმწიფო“.

გთავაზობთ ინტერვიუს დავით ნარიმანიშვილთან:

_ სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს – მართლმსაჯულებას ვუწოდებთ. მართლმსაჯულება – სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმაა, რაც ნიშნავს სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეების განხილვა-გადაწყვეტას.

მართლმსაჯულების პროცესში კანონით დაცული სიკეთის  ხელყოფის ფაქტის დადგენა და არამართლზომიერი მოქმედების დადასტურების შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენის მიზნით იძულებითი მექანიზმების გამოყენება ხდება.

_ რა არის თავად კრიმინალური ფაქტი ანუ იგივე დანაშაული, რატომ არის საზოგადოებისათვის საშიში?

_ გარდა იმისა, რომ კონკრეტულ დანაშაულებს ჰყავს დაზარალებული, თითოეული დანაშაულის ფაქტი საზოგადოებისათვის უდიდესი ზიანის მომტანია. დამნაშავეს მიერ ჩადენილი ქმედებით მიღებული სარგებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ის სიკეთე, რასაც დანაშაულის შედეგად აზიანებს. შესაბამისად ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის და სიმძიმის პროპორციულად საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი იზრდება. გადასახადის გადამხდელებს, ანუ ჩვენ გვიწევს კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლისათვის გამოვყოთ ფინანსური და ადამიანური რესურსები, მაშინ როდესაც იგივე საშუალებები შეგვიძლია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საჭიროებებისაკენ მივმართოთ.

_ მართლმსაჯულების  პროცესში დახარჯული რესურსები არის თითქმის ერთი მილიარდი ლარი და ათეულ ათასობით მართლმსაჯულების პროცესში ჩართული ადამიანი.

_ სახელმწიფოს როლი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ვალდებულია ებრძოლოს კრიმინალს და საზოგადოებას შეუქმნას უსაფრთხოების განცდა.  ადამიანები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ სახელმწიფო დგას მათი ჯანმრთელობის, სიმშვიდის და ქონების  დაცვის სადარაჯოზე. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მანამდე მოახდენს რეაგირებას, ვიდრე დანაშაული მოხდება, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, დროული და ეფექტური მოქმედებით სწრაფად აღადგენს სამართლიანობას.

_ მართლმსაჯულების პროცესს გარკვეული თავისებურება ახასიათებს. მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანი და ეფექტური. უნდა ჩანდეს რომ მართლმსაჯულების პროცესი არის სამართლიანი.

_ რას ნიშნავს უნდა ჩანდეს სამართლიანი? მართლმსაჯულების პროცესში ხელისუფლების მიერ განხორციელებული მოქმედებები სრულიად უნდა შეესაბამებოდეს კანონის პროცესუალურ მოთხოვნებს. პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე და სამართლიანი. საქმის წარმოება არის გამჭირვალე მაშინ თუ საქმის წარმოების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰქონდეს საკუთარი უფლებების დაცვის რეალური შესაძლებლობა. თუ ხელისუფლების სტრუქტურები მართლმსაჯულების პროცესში არღვევენ კანონით დადგენილ პროცესუალურ მოქმედებებს ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების პროცესის სამართლიანობა გამორიცხულია და საჯარო მოხელეების უკანონო მოქმედებები ასევე წარმოადგენს დანაშაულს, რომლიც  ვერანაირი საპატიო მიზეზით ვერ გამართლდება. მართლმსაჯულება ეფექტურია თუ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მოხდა შემჭიდროვებულ ვადაში, გამჭირვალედ და პროცესუალური ნორმების სრული დაცვით. აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულების პროცესში სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ის კანონიერი მიზანი რისი მიღწევაც უნდა. ასეთი შეიძლება იყოს ორი მიზანი:  აღდგეს სამართლიანობა და საზოგადოება და საზოგადოებრივი სიკეთე დაცული იყოს შემდგომი არამართლზომიერი ხელყოფისაგან.

_ სამართლიანობის აღდგენა პირობითი ცნებაა.

_ დიახ და დამოკიდებულია კონკრეტული დაზარალებულის განწყობაზე, თუმცა, შესაძლოა საზოგადოებაში დადგინდეს გარკვეული სტანდარტები რის შედგომაც ჩაითვლება რომ სამართლიანობა აღდგა. სტანდარტების დადგენაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს სასამართლომ რომელიც სათანადოდ შეაფასებს ზიანს და დაადგენს მისი ანაზღაურების საშუალებებს. სამართლიანობის აღდგენისათვის აუცილებელი პირობას წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდა. მიმაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეცვლა მხოლოდ სასმართლოს უნდა შეეძლოს.  შესაძლოა იყოს დაშვებული გამონაკლისები თუმცა ეს იმდენად იშვიათად და განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა მოხდეს, რომ დამნაშავეს არ ჰქონდეს განცდა სახვადასხვა მოქმედებებით თავი დააღწიოს სამართლიანობის აღდგენის პროცესს. აღსანიშნავია რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესში სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სამართლიანი უნდა იყოს. სასჯელი სრულად უნდა შეესაბამებოდეს დამნაშავის პიროვნებას და საჯარო ინტერესს.

_ რაც შეეხება მეორე ნაწილს შემდგომი არამართლზომიერი ხელყოფისაგან საზოგადოებრივი სიკეთის დაცვას. ის ბევრად კომპლექსური ღონისძიებაა და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ჩემი აზრით,  კარგად გააზრებას საჭიროებს.

_ კარგად უნდა გავიაზროთ რამდენად არის ესა თუ ის ქმედება ასაკრძალი. რა სიკეთის დაცვა გვინდა ? შესაძლოა თუ არა ამ სიკეთის სხვაგვარად დაცვა? აკრძლავებით ხომ არ ვახდენთ არამართლზომიერი მოქმედების წახალისებას?  ხომ არ ვზღუდავთ ჯანსაღ კონკურენციას და უსამართლო უპირატესობაში ვაყენებთ ვინმეს? ბევრად მეტ სიკეთეს ხომ არ ვკარგავთ ვიდრე სარგებელს ვიღებთ?  არამართლზომიერი მოქმედებას ხომ არ იწვევს მოძველებული ან ხარვეზიანი კანონი? და სხვა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა საბჭოთა კავშირის მართლმსაჯულების სისტემის მემკვიდრეა, კანონმდებლობით დადგენილი უამრავი რეგულაციებითა და შეზღუდვებით. სადაც ადამიანის როლი მეტად იყო დაკნინებული. სისტემის მიზანს წარმოადგენდა არა ადამიანის თავისუფალი ნების განვითარება, არამედ მისი მაქსიმალურად შეზღუდვა. თავისუფალი ნების ტოტალური კონტროლი, რაც ზრდიდა ადამიანებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კონფლიქტურ სიტუაციებს. ამ კნფლიქტური სიტუაციების გამოყენებით სახელმწიფოს სტრუქტურები ახორციელებდნენ ადამიანების კონტროლს. საკუთარი ინტერესების გასატარებლად ადამიანებს ესაჭიროებოდათ საჯარო მოხელეებთან არაფორმალური ურთიერთობები. ეს ერთი მხრივ სახელმწიფოში კორუფციის ულევ წყაროს წარმოადგენდა ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფოსთან უპირობოდ ვალში ვარდებოდა მოქალაქე. რის შემდგომაც შესაბამის ორგანოებს ადვილად შეეძლოთ ადამიანის დამორჩილება და სასურველი  ინტერესების გატარება.

დღეს ამდაგვარი ამოცანა არ დგას სახელმწიფოს წინაშე. ადამიანების ტოტალური კონტროლის აუცილებლობა წარსულს ჩაბარდა. ადამიანი არის სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი და მართლმსაჯულების სისტემაც შესაბამისად უნდა აეწყოს. უარი უნდა ვთქვათ ისეთ კანონმდებლობაზე რომელიც ზრდის დანაშაულის რისკებს. ხელი უნდა შევუწყოთ სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის მართლმსაჯულების პროცესში კონტაქტების შემცირებას.

_ მაგალითისთვის მოვიყვანოთ სტატისტიკა.

_ 2015 წელს სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის  საქმე, ადმინისტრაციული სარჩელი, სამოქალაქო სარჩელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 121555 საქმე, ხოლო 2016 წელს სასამართლომ განიხილა  132626 საქმე.  ამ ციფრებს ემატება ის ადმინისტრაციული სმართალდარღვევის საქმეები, რომლებსაც თავად ადმინისტრაციული ორგანოები იხილავენ.

აღსანიშნავია, რომ სქამეთა ორმესამედში მხარეს წარმაოდგენს სახელმწიფო. თითოეულ საქმეს სულ ცოტა 3 მონაწილე პირი ჰყავს, ეს ნიშნავს რომ 2015 წელს სასამართლოში გამოცხადდა 364 665 ადამიანი, ხოლო 2016 წელს 399 7878 ადამიანი. (ესეც იმ შემთხვევაში თუ სასამართლოში ერთხელ მისვალა იყო საკმარისი). ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობის დაახლოებით 15-20% სამართალს ეძებს,  ნაცვლად იმისა, რომ ეს დრო დახარჯოს საკუთარ კეთილდღეობაში. სახელმწიფო ბიუჯეტს კი თითოეული ამ საქმის წარმოება საშუალოდ 8000 ლარი უჯდება.  ამ პროცესში ჩართული საჯარო მოხელეების რაოდენობა 50 000-ზე მეტია. ანუ გამოდის მოსახლეობის ერთი ნაწილი და ხელისუფლება მოსახლეობის მინიშვნელოვან ნაწილს მუდმივად დევნის და გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი გადასახადით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროცესს აფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი სასჯელის გამოყენება, როგორიც არის თავისუფლების აღკვეთა იშვიათ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. ეს შემთხვევები შეიძლება უკავშირდებოდეს  ისეთ ქმედებას რომელიც მოიცავს ძალადობას.  სხვა სახის კანონდარღვევაზე რომელის ჩადენის დროსაც არ გამოიყენება ძალადობის ფორმები სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული უნდა იყოს ნაკლებად მძიმე სასჯელები. ძირითადად გარკვეული მოქმედებების შემზღუდველი სასჯელები.

მიუხედავად იმისა, რომ კირიმინალის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება სრულიად პრაგმატულია, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ამ საკითხების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. წლების წინ, გვახსოვს პოლიტიკური მიზნებით ვადაზე ადრე სასჯელისაგან გათავისუფლებული პატიმრები. სამართლიანი მათლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი დამნაშავემ სრულიად მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა კარგავს საბოლოო შედეგის არსს. ანუ დამნაშავეს უჩნდება შანსი სხვადასხვა გზებით თავი დააღწიოს სამართლიანობის აღდგენის პროცესს და თავიდან აიცილოს სასჯელი. ეს კი პირდაპირ აზიანებს საზოგადოებაში სამართლიანობის განცდას.

დასკვნის სახით შეგვიძლია თამამად ვთქვათ „რაც მეტია კანონი, მით მეტია დანაშაული“,  შესაბამისად პროპორციულად გაზრდილი დანაშაულის წინააღმდეგ გაწეული ხარჯი.  შემდგომ ამისად კითხვა: რამდენად სწორი მართლმსაჯულების პოლიტიკა გვაქვს? ლეგიტიმურია და აქტიურობას არ კარგავს.

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – ამ კვირაში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერის სტატუსს და ლეგიტიმაციას
შემდეგი სტატიასარალიძე-კუპრავასთან მომხდარ ინციდენტზე ოთხ პოლიციელს საყვედური, მათ ხელმძღვანელ პირს კი, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს