“დანაშაული არავის უნდა ეპატიოს” – კალაძე

დანაშაული არავის უნდა ეპატიოს – აცხადებს კახა კალაძე, რომელიც ბათუმში, მაღალჩინოსნების დაკავებას ეხმაურება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კორუფციის პირველ რიგში, პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, დანაშაულის აღკვეთა.

„შესაბამისი სამსახურების მხრიდან დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ მივესალმებით. თუ ვინმე დანაშაულს ჩადის და არის კანონის გადაცდომა, რა თქმა უნდა, დანაშაული არავის უნდა ეპატიოს. უნდა იმოქმედონ შესაბამისმა სამსახურებმა ისე, რომ პირველ რიგში პრევენციაც იყოს და შემდეგ, თუ ვინმე დანაშაულს ჩადის და ამას ბედავს, შესაბამისად პასუხი უნდა აგოს. სხვანაირად შეუძლებელი იქნება ქვეყნის განვითარება და წინსვლა”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგენერალური პროკურატურა სამუშიას ექსტრადიციას ითხოვს
შემდეგი სტატიასოფო კილაძე : ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას განცხადება დასაგმობია