დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ არასრულწლოვნებს სასჯელი შეუმცირდებათ – პროკურორი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რითაც ბრალდებულები გაასამართლეს, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირდებათ.
„დღეს გაიმართება სასჯელის დანიშვნის სხდომა. მუხლის იმ ნაწილისთვის, რა ნაწილითაც დამნაშავეებად ცნეს, გათვალისწინებულია 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ არასრულწლოვნებს სასჯელი ერთი-მეოთხედით შეუმცირდებათ“, – განაცხადა მარიკა გოგოხიამ.

banner
წინა სტატიაშისუბელიანმა შსს ღამის 03:00 საათზე დატოვა
შემდეგი სტატია“ბატონო ზაზა, გთხოვთ დღევანდელი აქცია წარმართეთ მხოლოდ თქვენ!…”