დანამატები გიორგაძის უწყებაში

,,ფლანგვის დეტექტორი” მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სამ თვეში გაცემულ პრემია-დანამატებს ასახავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში (იანვარი,თებერვალი,მარტი), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, 435 783 ლარის ხელფასი და 236 560 ლარის დანამტი გაიცა. დანამატის მიმღები ადამიანების რაოდენობა უცნობია, თუმცა სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა,რომ 174 720 ლარის დანამატი თანამდებობის პირებს აქვთ გამომუშავებული, ხოლო დარჩენილი 61 840 ლარი სხვა დანარჩენ თანამშრომლებზეა გადანაწილებული. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, უწყებაში სულ 163 თანამშრომელი მუშაობს, საიდანაც 44 პირი შტატგარეშეა.

გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, ხარჯები მცირედით შემცირებულია. 2016 წლის I კვარტალში, ხელფასზე 458 333 ათასილარი დაიხარჯა, სახელფასო დანამტზე – 265 660 ლარი. კლების დინამიკა სავარაუდოდ თანამშორმლების რაოდენობის შემცირებით არის გამოწვეული. შარშან, ამ პერიოდში კულტურის სამინსიტროში 192 ადამიანი ირიცხებოდა, რაც მიმდინარე მაჩვენებლს 29 თანამშრომლით აღემატება.

banner
წინა სტატიაშიქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4751 ლარი გახდა