დანახარჯების შემცირება არ იქნება მასშტაბური – დავით სერგეენკო მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე

შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, მინისტრების ხელფასებს და ადმინისტრაციული სამსახურების, ალბათ უფრო იმ სამსახურების, რომლებიც გაერთიანდებიან,“ – ეს განცხადება, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკომ მთავრობის რესტრუქტურიზაციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ სამინისტროების რეორგანიზაცია გამოიწვევს დანახარჯების შემცირებას, თუმცა საბიუჯეტო ხარჯის დაზოგვა მასშტაბური ხასიათის ვერ იქნება.

როგორც მინისტრი განმარტავს, გაერთიანების შემთხვევაშიც სამინისტროებში შემავალი ერთეულები მუშაობას გააგრძელებენ.

„სამინისტროების ამ სახის რეორგანიზაცია, როდესაც ერთეულები მცირდება, თავისთავად გამოიწვევს შემცირებას დანახარჯებისა, თუმცა ეს არ იქნება მასშტაბური შემცირება, რადგან ძირითადი ფუნქციური ერთეულები, რომლებიც მუშაობდნენ, იქნებოდნენ სხვადასხვა სამინისტროში თუ ერთ სამინისტროში, მაინც უნდა გააგრძელონ მუშაობა,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტები უკვე პარლამენტშია. მასზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში დღეიდან იწყება. ცვლილება რამდენიმე კანონში შედის, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება.

banner
წინა სტატიაში‘’სახალხო დამცველის არჩევის ნაცვლად ჩვენ გვაქვს სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესი’’ – ოთო კახიძე სახალხო დამცველის კანდიტატურაზე
შემდეგი სტატიახიდისთავში მანქანა მდინარეში გადავარდა – გარდაცვლილია ერთი პირი