დანაღმვის საფრთხის გამო კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
„საერთაშორისო აეროპორტი „ეუგენ დოგა“ – კიშინიოვი გატყობინებთ, რომ ამწამს დანაღმვის საფრთხე გამოცხადდა. აეროპორტის სამსახურები სასაზღვრო დაცვასთან ერთად სწრაფად ჩაერივნენ აეროპორტიდან მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაციისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებული ქვედანაყოფები ადგილზე არიან. რეგისტრაციის პროცედურა შეჩერებულია და დაგეგმილ ფრენებში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა არსებობს,” – ნათქვამია კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში.








