დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტარტაპების დაფინანსების მექანიზმები იქმნება

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმებზე იმსჯელეს.

დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტარტაპების დაფინანსების მექანიზმები იქმნება, – ამ თემაზე ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სტარტაპების დაფინანსების სტრუქტურა, პრინციპები და ძირითადი მექანიზმები განიხილეს.

დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების ჩამოყალიბების პროცესში, საქართველოს მთავრობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გაიზიარებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ავიაკომპანიებმა ამინდის გამო 5 ათასზე მეტი რეისი მოხსნეს
შემდეგი სტატიასირიის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტა თურქეთში საცხოვრებელ სახლს მოხვდა