დამტკიცდა, რომ ქვეყნაში არ არსებობს მართლმსაჯულება – აბესაძე

„ევროპული საქართელოს“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ რუსთავი 2-ის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა და დღეს მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია.

„სამწუხაროდ, ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას და დღეს საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ქვეყნაში არ არსებობს მართლმსაჯულება, რომელიც თითოეული ადამიანის და ოჯახის პრობლემა შეიძლება გახდეს შემდგომში. რაც ყველაზე მძიმეა დღეს, საზოგადოებას პირში ჩაჩარეს ბურთი და აუკრძალეს მომვალში საკუთარ პრობელემბზე საუბარი. აუკრძალეს მომავალში ხელისუფლების უკანონობის მხილება. საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს გადაიქცევა თითოეული ადამიანის პრობლემად ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია, რომელიც სხვადასხვა დაინტერესების პოლიტიკურ ჯგუფებს გააერთიანებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო, რომ ხელისუფლებას დაუჯდეს ძალიან ძვირი ის მავნებლური ნაბიჯი რითაც მნიშვნელოვნად დააზიანა საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც“- განაცხადა აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ტაბლიაშვილი: ეს არის ქვეყნის დეინსტიტუციონალიზაცია
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” მერაბიშვილის გათავისუფლებას გეგმავს