საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მმართველ გუნდს მიმართა. ვიდეოჩანაწერი ექსპრეზიდენტმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მე არავის არ მოვუწოდებ ხელისუფლების დამხობისკენ, უამრავი ადამიანი ჰყავთ ამ მოწოდებით დაპატიმრებული. უბრალოდ გეუბნებით მამაშვილურად, რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს არ შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს. ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.








