დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს – გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნაზე საუბრობს

შეზღუდვების ნაწილი უქმდება, რეკომენდაციები კი რჩება – მთავარი რეკომენდაცია კვლავ დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარებაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მოსახლეობას დამშვიდების საფუძველი არ აქვს და მოქალაქეებმა ჰიგიენის ნორმები აუცილებლად უნდა დაიცვან.

“ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ, ყველა ქვეყანაში, ვისაც უშუალოდ ვესაზღვრებით ან გვაქვს ტრადიციული, საქმიანი კავშირები, იქნება ეს ირანი, ბელორუსია, უკრაინა და ჩვენი უშუალო მეზობლები, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი თუ სომხეთი, ყველგან სიტუაცია არის დაძაბული, გაიხსნება საქალაქო ტრანსპორტი, აუცილებელია, რომ ყველამ ვიხმაროთ პირბადე. აუცილებელია თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრის ადგილებს. პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა კიდევ მეტად გავაუმჯობესოთ”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 3ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 16 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო დანარჩენი ორი არსებული პაციენტების კონტაქტებია