დამშვიდდით, თქვენი შფოთვა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, უსაფუძვლოა – მდინარაძე ჟურნალისტებს

“ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს “ამშვიდებს” და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მოსალოდნელი არ არის.

“მისი საუბრიდან განცხადებებიდან გამომდინარე, ასეთი არ არის მოსალოდნელი. დამშვიდდით, დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ. ერთადერთი მინიშნება იყო მისი ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც მან თქვა ამის შესახებ მის პირად თემაზე, მის მიმართ შანტაჟზე ალბათ, ასე ივარაუდებოდა, ზუსტად არ მახსოვს. სხვა თემებზე არ მგონია, იმიტომ რომ ამის შესახებ მან თავის განცხადებაში თავად ისაუბრა, აქედან გამომდინარე თქვენი შფოთვა იმასთან დაკავშირებით რომ დაბრუნდება პოლიტიკაში, შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ არ არის საფუძვლიანი”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეოლიგარქიზაციის პუნქტი სამივე ქვეყანასთან მიმართებაში ჩაიწერა, საქართველოს გარდა, არავის მოფიქრებია, პერსონიფიცირება მოეხდინა და კამპანია ერთადერთ ადამიანზე მიემართა – მდინარაძე
შემდეგი სტატიაზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დაარღვიეს ატომური და რადიაციული უსაფრთხოების ნორმები