” დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენ გვკითხავენ, კარგად იციან თუ რა აბსურდის თეატრში მონაწილეობენ”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკითხვის შემდეგ დატოვა.როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის ნამდვილად იყო ჩართული იმაში, რომ „რუსთავი 2“-ის შენობასთან ხალხი შეკრებილიყო და სწორედ ამის შესახებ ესაუბრა გამომძებლებს.

„ეს იყო სრული აბსურდი რაც მოვისმინე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენ გვკითხავენ, კარგად იციან თუ რა აბსურდის თეატრში მონაწილეობენ. არავითარი სერიოზულობა ამ საქმეს არ ახლავს. ყველა სიტყვაზე, რომელიც მითქვამს და ყველა მოქმედებაზე, რაც გამიკეთებია, არ ვაპირებ უარი ვთქვა. დიახ, მე ვიღებდი აქტიურ მონაწილეობას აქციებში, მე ვიყავი უშუალოდ ჩართული, რომ ადამიანები „რუსთავი 2“-თან მისულიყვნენ და დაეცვათ თავისუფალი სიტყვა და მომავალშიც ერთ-ერთი აქტიური ვიქნები პრესის თავისუფლების დაცვაში“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიჯოკია ბოდოკიას საქმის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგანზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს