დამპყრობლებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ხარკოვში რუსი დამპყრობლების მიერ დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, – ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„ოკუპანტები ისევ ბომბავდნენ რაიონულ ცენტრს. წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ზუსტდება“, – აღნიშნა ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.

სინეგუბოვმა ხარკოვისა და რეგიონის მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიმეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატია26 მაისი ინახავს ერთგულების, თავგანწირვის ხსნოვნას, გავაგრძელებთ ევროპული სახელმწიფოს შენებას, რომლის ადგილი ევროკავშირშია – პაპუაშვილი