დამპყრობლებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს ცეცხლი გაუხსნეს

დამპყრობლებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორ სოფელში რამდენიმე ათეული სახლი დაზიანდა, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

„დამპყრობელმა დნეპროპეტროვსკის ოლქს ცეცხლი გაუხსნა. იქ ათობით სახლი დაზიანდა, ჩაიმტვრა მაღაზიის, სკოლისა და საბავშვო ბაღის მინები“, – განაცხადა ჩინოვნიკმა.

რეზნიჩენკოს თქმით, ადამიანები არ დაშავებულან.

„ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობამ დატოვა სახიფათო ტერიტორია“, – დასძინა რეზნიჩენკომ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე გახარიას ინიციატივაზე – მზად ვართ, ყველასთან დავსხდეთ, მოღალატეების, იმ ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების გარდა, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნები ამოძრავებთ
შემდეგი სტატიაპუტინი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით ასე სწრაფად დადგებოდა – ოსტინი