დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველო და უკრაინა აშშ-ის მოკავშირეები არიან, საჭიროა რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავება

საქართველო და უკრაინა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არიან აშშ-ის მოკავშირეები, საჭიროა რუსეთის ფედერაციის პროვოკაციებთან გამკლავება, – ამის შესახებ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გაიმართა მოსმენა სახელწოდებით „პუტინის გაყინული კონფლიქტები“.

„რუსეთი შეიჭრა ორივე ქვეყანაში იმის შიშით, რომ მათ კარს თავისუფლება და დემოკრატია მიუახლოვდათ. უკრაინამაც და საქართველომაც გამოხატეს ინტერესი დასავლეთთან, განსაკუთრებით კი, ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერებაში. პუტინი შეიჭრა, რათა არ დაეშვა რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების დამყარება, თუმცა ეს ტაქტიკა ძირეულად ჩავარდა“, – განაცხადა კინზინგერმა.

სიტყვით გამოსვლისას კონგერსმენმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა.

„რუსეთსა და საქართველოს შორის ღია მტრობა საბჭოთა კავშირის დაცემიდან მიმდინარეობს. 2002 წელს პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის პასპორტების დარიგებამ შექმნა ნიადაგი 2008 წლის რუსეთის ინტერვენციისთვის. ახლა, ვხედავთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და საზღვრის ნელ-ნელა გადაწევას საქართველოს უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციისთვის. ამ რეგიონებიდან ბევრი ეთნიკური ქართველი გაიქცა დევნის საფრთხის გამო, ზოგიერთი კი დაიღუპა ამ ტერიტორიებზე ჯანდაცვის არასაკმარისი უზრუნველყოფის გამო“, – აღნიშნა კინზინგერმა.

banner
წინა სტატიაშიქართველ მოკავშირეებს მადლობა უნდა გადავუხადოთ დემოკრატიის დასაცავად შესრულებული სამუშაოსთვის
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციის ზომებს ამკაცრებ