დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილი „ჩეკ ინ ჯორჯიას“ ბიუჯეტიდან დაფინანსდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 22, 2019 12:42

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილი „ჩეკ ინ ჯორჯიას“ ბიუჯეტიდან დაფინანსდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილისთვის დაფინანსება პროექტ „ჩეკ ინ ჯორჯიას“ ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, 2 683 777 ლარი მიიმართება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი რიგი ორგანიზაციების, მათ შორის სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად.

აღნიშნული თანხის მიმართვა თავდაპირველად სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსთვის“ ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების შეუფერხებლად ჩასატარებლად იგეგმებოდა.

პროექტ „ჩეკ ინ ჯორჯიას“ დაფინანსება წელს 20 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 6.5 მილიონ ლარს მუსიკალური ღონისძიებების ჩასატარებლად „ბლექ სი არენა ჯორჯია“ მიიღებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები წელს ტრადიციულად თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 22, 2019 12:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics