15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიის ელჩი არ ესწრებოდა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი არ ესწრებოდა როგორც “ოცნებაში” აცხადებენ, ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი იყო მიწვეული.

ლევან მახაშვილი განმარტავს, რომ თავად საელჩოს გადასაწყვეტია ცერემონიას ელჩების დონეზე დაესწრებოდნენ თუ წარმომადგენლების დონეზე.

ირკვევა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გერმანიის ელჩის ნაცვლად გერმანიის საელჩოს წარმომადგენრლი მივიდა.

,,დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი იყო მოწვეული, თავად საელჩო გადაწყვეტს უკვე შემდგომ ელჩის დონეზე იყოს წარმოდგენილი თუ სხვა ადამიანის დონეზე. თითოეული ელჩი შეიძლება ან საქართველოში არ არის, თუ სხვა დღის წესრიგი ჰქონდა მე ვერ გეტყვით. თითოეული დიპლომატიური წარმომადგენლობა იყო ამ ღონისძიებაზე მოწვეული, ვინ, რატომ, როგორ იყო წარმოდგენილი, ეს უკვე მთი გადასაწყვეტია”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, 26 მაისის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილი: დღევანდელი აქციის ამოცანა არის საზოგადოების გაუტეხელობის ჩვენება
შემდეგი სტატიანატო-ს სამეკავშირეო ოფისი – ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში