დამოუკიდებლობის აღდგენის 27-ე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე – საქართველო მილოცვებს იღებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 25, 2018 12:21

დამოუკიდებლობის აღდგენის 27-ე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე – საქართველო მილოცვებს იღებს

საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 27-ე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველო მილოცვებს იღებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც პავლო კლიმკინი საქართველო-უკრაინის ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

პავლო კლიმკინის თქმით, ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირებისა და პარალელების გათვალისწინებით, ეს თარიღები როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხისთვის განსაკუთრებულ დატვირთვის მატარებელია.

უწყების ინფორმაციით, წერილში დადასტურებულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინის მზადყოფნა კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობები ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში.

„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნები კვლავგანაგრძობენ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არ შეწყდება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე“ – ნათქვამია წერილში.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 25, 2018 12:21