“დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე კიდევ არის ნაბიჯი გადასადგმელი,” – გიორგი მარგველაშვილი

ბაზალეთზე თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსში პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე ახალგაზრდული კონკურსის ფინალი მიმდინარეობს. “მე და კონსტიტუციის” დასკვნით ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან 12 საუკეთესო გუნდი გავიდა. გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს, რომლის ერთ-ერთი წევრი პირველი ლედია. ქვეყნის მთავარი კანონის თემაზე მომზადებულ პრეზენტაციებს უსმენს გიორგი მარგველაშვილიც, ფინალის დაწყებამდე მან მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

“ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში ცოტა თქვენზე უფროს ასაკამდე. მაგრამ ჩვენ შევძელით ის, რომ საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა თავის პრობლემებით, სირთულეებით, ჩვენ ეს შევძელით. მაგრამ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე კიდევ არის ნაბიჯი გადასადგმელი და მე მჯერა, რომ თქვენი თაობა, ჩვენი თანამონაწილეობით შექმნის თავისუფალ საქართველოს“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე მუნიციპალიტეტს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს