დამოუკიდებელმა ინსპექტორმა მოსამართლეთა საქმიანობის წლიური ანგარიში გამოაქვეყნა

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა მოსამართლეთა საქმიანობის წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით ბოლო ორი წლის განმავლობაში 447 დისციპლინური საჩივრების დასკვნა 89%-ზე მომზადდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქმეების განხილვისთვის 8 სხდომა ჩაატარა და 33 შემთხვევაში მიიღო მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების გადაწყვეტილება.

საჩივრების უმეტესობა სასამართლო საქმეების განხილვის გაჭიანურებას, მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასა და ეთიკის წესების დარღვევებს ეხებოდა.

„219 გადაწყვეტილებიდან 33 საქმეზე მოსამართლეთა მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა. ამ 33 საქმიდან მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის სტატისტიკას დაემატა 27 საქმე, განიხილა საბჭომ და ამ 27 საქმიდან 8 საქმე გადაიგზავნა სადისციპლინო კოლეგიაში მოსამართლეთა მიმართ. უსაფუძვლო გაჭიანურების შემთხვევები, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შემთხვევები და ეთიკის წესების დარღვევა – აი ამ სამ შემთხვევებზე გადაიგზავნა 8 საქმე სადისციპლინო კოლეგიაში,“ – განაცხადა საქართველოს იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიდი იმედი გვაქვს, რომ გამოძიება იქნება გამჭირვალე და დადგინდება რეალობაში რა მოხდა – საფრანგეთის ელჩი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე
შემდეგი სტატიაივანიშვილი ბოტანიკური ბაღის ხარჯზე დამატებით 14 ათასი კვ.მ. ფართობი მიწის მიერთებას გეგმავს – ოპოზიციამ დოკუმენტები მოიპოვა