საქართველო თავისი განვითარების კურსით, მისი რეფორმებით არ არის არავის წინააღმდეგი – ციხელაშვილი მედვედევის განცხადებას ეხმაურება

რუსეთის პრემიერის განცხადებას, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს, ოფიციალური თბილისი ეხმაურება.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები გახშირდა.

ციხელაშვილი მედვედევის მუქარის პასუხად ამბობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური განვითარების კურსი ემსახურება იმას, რომ ქვეყანა განვითარდეს და უსაფრთხო გარემო არსებობდეს.

„ასეთი ტიპის განცხადებები ისმის ამ ბოლო დროს უფრო ხშირად რუსეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან. სამწუხაროდ, ეს ახალი არ არის, თუმცა, კიდევ ერთხელ, პასუხად მხოლოდ ერთი რამ ითქვას დაბეჯითებით და დარწმუნებით, რომ საქართველო თავისი განვითარების კურსით, მისი რეფორმებით არ არის არავის წინააღმდეგი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – იქნებ ღირდეს პრეზიდენტი იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი