დამოუკიდებელი სასამართლო, დემოკრატიული არჩევნები და მედია პლურალიზმის ხელშეწყობა – აშშ-ს საგარეო უწყება დოკუმენტს აქვეყნებს

დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, დემოკრატიული არჩევნებისა და მედია პლურალიზმის ხელშეწყობა – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ვაშინგტონი საქართველოში ყველა დაინტერესებულ მხარესთან მუშაობას გეგმავს.

მაიკ პომპეოსა და მამუკა ბახტაძის შეხვედრის შემდეგ აშშ-ს საგარეო უწყების ვებ გვერდზე აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა.

“შეერთებული შტატები და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერი და პლურალისტული დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა, ასევე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საქართველოს განვითარების უზრუნველსაყოფად და მავნე უცხოური ზემო გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად,”- ნათქვამია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
შემდეგი სტატიაპომპეო: გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს