დამოუკიდებელი მოსამართლეების გარეშე ევროკავშირი ვერ იფუნქციონირებს – საფრანგეთის ელჩი

მე ადრეც ვთქვი, რომ საჭიროა იმის გათვალისწინება, თუ რამდენად მოახდენს კონკრეტული საქმე უარყოფით გავლენას პრესის თავისუფლებაზე – აცხადებს საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. დიეგო კოლასის თქმით, ის ამ საქმეზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მართლმსაჯულების რეფორმა, რომ ევროკავშირში ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს:

“კონკრეტულ სასამართლო საქმეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიტყვი, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მართლმსაჯულება ფუნდამენტური კრიტერიუმია, როდესაც საქმე ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნას ეხება. დამოუკიდებელი მოსამართლეების გარეშე ევროკავშირი ვერ იფუნქციონირებს, ევროკავშირი დგას ადამიანის უფლებებზე და ეს უფლებები დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა უნდა დაიცვან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უფლებების დამრღვევი მთავრობაა ” ამბობს დიეგო კოლასი.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მსჯელობდნენ. დიპლომატები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ღიად ამბობენ რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ისტორიული შანსი გამოიყენოს. დისკუსია ახალი სამოქალაქო მოძრაობის, “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ინიციატივით გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა სირიაში უკრაინაში მოპარული დაახლოებით 100 ათასი ტონა ხორბალი გაგზავნა – ლიბანში უკრაინის საელჩო
შემდეგი სტატიარუსული აგრესიის შესაჩერებლად თანამედროვე იარაღი გვჭირდება – სტეფანჩუკი შოლცს