დამოუკიდებელი ექსპერტიზა: 1:200 000-იანი რუკა არაზუსტია, ცდომილება ასეულობით მეტრია

დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 1: 200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობას პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ედავება და რის გამოც ისინი წინააღმდეგ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დაკავებულები არიან, არაზუსტია და აცდენილია რეალობას.

ექსპერტიზის დასკვნით, ის ცდომილება, რასაც პროკურატურის და თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწონებული რუკა აჩვენებს, მკვეთრად აღემატება დასაშვებ ზღვარს.

მათ შორის:

სარკინიგზო ხიდი გურჯაანში მდინარე ახტალისწყალზე: ცდომილება 875 მეტრი;
სარკინიგზო ხიდი მდინარე იორზე სოფელ სართიჭალასთან: ცდოლომება 517 მეტრი;
სარკინიგზო ხიდი გარდაბნის მე-17 გამანაწილებელ არხთან – ცდომილება – 310 მეტრი;


“{1:200 000-იანი] რუკები შესრულებულია ისეთ პროექციაში, რომ დამახინჯებები ამ საქმეში [საზღვრის დადგენის] მათი გამოყენების საშუალებას არ იძლევა. რუკები გაკეთებულია ისეთ კარტოგრაფიულ პროექციაში, რომელშიც დარღვეულია მათემატიკური საფუძვლები, დარღვეულია მანძილები უცვლელ ობიექტებს შორის. ანუ, გადამოწმდა საკონტროლო წერტილები და ეს საკონტროლო წერტილები არ ემთხვევა უფრო გვიანდელ რუკებს“, – თქვა ექსპერტმა ირაკლი უგულავამ.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებმა დამოუკიდებელ ექსპერტს მიმართეს, გეოსაინფორმაციო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

დაცვის მხარემ გუშინ, 30 ნოემბერს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა სასამართლო პროცესზეც წარმოადგინა, სადაც ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა, სასამართლომ დასკვნა არ გაითვალისწინა და კარტოგრაფების პატიმრობა ძალაში დატოვა.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

 

banner
წინა სტატიაშისესიაშვილი – გამიკვირდა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა ასლან ვაშაყმაძის განცხადება დაგმეს
შემდეგი სტატია“მონა ან ხარ, ან არა და რის გამო დაგიმონებენ, მნიშვნელობა არა აქვს