დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი კოლეგების დაარსებულ ახალ პარტიას არ უერთდება

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი კოლეგების დაარსებულ ახალ პარტიას არ უერთდება – იგი, თანამოაზრეებთან ერთად, ჯერ კიდევ ფიქრობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან გააგრძელოს თანამშრომლობა. ჩუგოშვილმა ლელოდან და ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობიდან შეთავაზებები უკვე მიიღო.

“პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს წარმატებებს ვუსურვებ. მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებში მოქალაქეებს ასარჩევად ჰყავდეთ ის პარტიები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ და რომლებიც მათი ღირსეული წარმომადგენლები იქნებიან, რაც შეეხება ჩემს გეგმებს, როგორც იცის საზოგადოებამ, მე ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული,” – ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : მთავრობის ტყუილ-მართალი ბიუჯეტის პროექტში გამოჩნდება
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” დეპუტატი, რომელმაც 2 პირი დაჭრა, დაკავებულია