“დამოუკიდებელ მედიას დღეს ქვეყანაში უჭირს, როგორც არასდროს”

დამოუკიდებელ მედიას დღეს ქვეყანაში უჭირს, როგორც არასდროს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „მისი მმართველობის დროს მედია ბევრად დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ახლა და პოლიტიკოსები საერთოდ არ ისხდნენ ციხეში“.

გოცირიძის თქმით, ზეწოლის უამრავი ფორმა არსებობს და დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მედია კანონების შეცვლითა, თუ სარეკლამო ბაზარზე მათი როლით.

„იმის მიუხედავად, რომ იყო შეცდომები, ყველაზე ცუდი მაგალითი „იმედთან“ დაკავშირებით, მას ჰქონდა თავისი კონტექსტი. მაშინ, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. ახლა „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან კარგად ვიცით, სხვა ტელევიზიები, რომელთაც ერთი ლარი არ აპატიეს. სხვა ტელევიზიებს 27 მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო დავალიანება აქვთ და არაფერს სთხოვენ. ამიტომ, ზეწოლის უამრავი ფორმა არსებობს, როგორც პირდაპირი, ფინანსური, ასევე ირიბი. ასე რომ, დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მედია კანონების შეცვლით, სარეკლამო ბაზარზე მათი როლით და ა.შ ამიტომ, თუ ჩვენ ამას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ დამოუკიდებელ მედიას დღეს ქვეყანაში უჭირს, როგორც არასდროს“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“მინისტრი ზალკალიანი ვერ გამოდგა საქართველოს წარმომადგენლად ლავროვთან მოლაპარაკებებზე”
შემდეგი სტატიასუს-მა ქვეყანა სერიოზულ საფრთხეს ააცილა-სესიაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე