დამოუკიდებელ დეპუტატებს სხდომის ჩატარების შესახებ არ აცნობეს

დამოუკიდებელი დეპუტატები ამბობენ, რომ დეპუტატებს რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. განცხადება, პარლამენტის დამოუკიდებლემა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„ზოგადად, დამოუკიდებელი დეპუტატები ვართ, სად უნდა გაგვეგო, ვინ უნდა შეწუხებულიყო, რომ ჩვენ გაგვეგო დღევანდელი სხდომის შესახებ. ჩვენ გვაქვს პარლამენტის mail, სადაც არ არის მოსული არავითარი ინფორმაცია, გვაქვს sms მოდის, parliament.ge, არც აქ არ არის არაფერი მოსული და როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ ადამიანებმა. პირდაპირ წერია, რომ როგორც კი პრეზიდენტი გამოაცხადებს 48 საათით ადრე, დაუყოვნებლივ უნდა გვეცნობოს დეპუტატებს. მაინტერესებს, რომელი მუხლით არის მოწვეული, იმიტომ, რომ ჩვენ სულ ყველა ვართ გაურკვეველ მდგომარეობაში. დღეს მე მოვედი კომიტეტის სხდომაზე და გაირკვა, რომ შემთხვევით არის პლენარული სხდომა. პარლამენტის თავმჯდომარე მივლინებაში, ჩვენ დამოუკიდებელი დეპუტატებს არც მივლინებაში გვიშვებთ,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატის პასუხად გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის საიტზე იყო გამოქვეყნებული.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : როდესაც 9 აპრილს იხსენებ, იქვე იმის თქმა, წარსული არ გაიხსენოთ და უკან ნუ მოვიხედავთ, ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის
შემდეგი სტატიაუფუნქციო კიბე, უჯრედის გარეშე