“დამოკიდებულება, რომ პრეზიდენტს არ აქვს ინიციატივების გამოთქმის უფლება, საბავშვო ბაღის თემაა”

დეპუტატების შეფასებების საპასუხოდ, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლას მოჰყვა პარლამენტში, პრეზიდენტის მრჩეველიც აკეთებს განცხადებას. ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ პოლიტიკოსები თავიანთ თავს არ უნდა აძლევდნენ არაკვალიფიციური მოსაზრებების გამოთქმის უფლებას:

„შესაძლოა, კრიტიკული დამოკიდებულებები გაჩნდეს, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ პრეზიდენტს არ აქვს ინიციატივების გამოთქმის უფლება და პოლიტიკური შეთავაზებების უფლება, ეს საბავშვო ბაღის თემაა. გამოცდილი იურისტები და პოლიტიკოსები თავიანთ თავს არ უნდა აძლევდნენ ასეთი არაკვალიფიციური მოსაზრებების გამოთქმისა,“- განაცხადა პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძე.

banner
წინა სტატიაშიკლინიკა „ლანცეტს“ ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა შეუჩერდა
შემდეგი სტატიაგარდაბანში 39 წლის მამაკაცი მოკლეს