პუტინის პირველი განცხადება მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე – რუსეთის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მომხდარიდან თითქმის 20 საათის შემდეგ, პირდაპირ ეთერში მიმართა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები მომხდარის შემდეგ, “უკრაინისკენ დაიძრნენ” – “ყველა, ვინც დგას კროკუსზე ტერაქტის უკან, დაისჯება” – ამბობს პუტინი.
„ოთხივე დამნაშავე იპოვეს და დააკავეს. მიმალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც მანამდე საზღვრის გადასაკვეთად ფანჯარა მოამზადეს. ჩვენ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ცინიკურად დაგეგმილ ტერაქტთან, არამედ დაუცველი ადამიანების მასობრივ მკვლელობასთან. დამნაშავეები იქ მოსაკლავად იყვნენ. როგორც ადრე ნაცისტებმა გააკეთეს, ისინიც გეგმავდნენ საჩვენებელ სიკვდილით დასჯას“, – თქვა პუტინმა