დამლაგებელბმა ფარცხალაძის 15 იარაღი ნაგავში მოისროლა

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ყოფილი პროკურორის და სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის სახლიდან დიდი ოდენობით შეიარაღება დაიკარგა.

15 ერთეული იარაღის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია წყნეთის პოლიციას ყოფილი პროკურორის შვილმა, ანდრია ფარცხალაძემ მიაწოდა, იარაღი დაკარგულად გააფორმეს და ჩამოწერეს.

შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ წყნეთის პოლიციაში ფარცხალაძის შვილი ამჟამად უკვე ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილს შეხვდა და ოფიციალურად შეიარაღების დაკარგვად ის ვერსია გააფორმა, თითქოს ფარცხალაძის კუთვნილი შეიარაღება დამლაგებელს ნაგავი ეგონა და გადაყარა. ყოფილ პროკურორს შეიარაღება უპრობლემოდ, ერთი განცხადების საფუძველზე, ჩამოაწერეს.

სინამდვილეში, როგორ და რა ვითარებაში დაიკარგა იარაღი არ გამოძიებულა. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებულმა, სანქცირებულმა ყოფილმა პროკურორმა შეიარაღება კი არ დაკარგა, უბრალოდ გააშავა. ანუ, არარეგისტრირებული არსენალი საჭირო მომენტისთვის შეინახა ან სხვას გადასცა.

წყარო: ფორმულა
.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო – კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა
შემდეგი სტატიაამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა-დაკავებულია 20 პირი