დამკვირვებელი: კაბინაში შესულ ქალბატონს მხოლოდ თვალი ჩავუკარი

ჯიხაშკარის #79-ე უბანზე პირველი საჩივარი ორგანიზაცია “საუნჯემ” “სოციალურ-პილიტიკური განვითარების” ცენტრის დამკვირვებელ გოჩა რაფავას მიმართ დაწერა.

“საუნჯეს” წარმომადგენლის თქმით, მაშინ, როცა ამომრჩეველი კაბინაში ხმას სასურველ კანდიდატს აძლევდა, რაფავამ კაბინაში შეიხედა.

უბნის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მირცხულავამ საჩივარი დააკმაყოფილა. გოჩა რაფავა მომხდარს უარყოფს და აღნიშნავს,რომ კაბინაში შესულ ქალბატონს მხოლოდ თვალი ჩაუკრა.

განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის თემის სამ უბანზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის ვიზის მიღება გამარტივდა