დამღალა ამ ყველაფერმა- გახელაძის დედა

“დამღალა ამ ყველაფერმა და იძულებული ვარ, რაღაცა ხერხს მივმართო. დღეს თუ არ გამომივიდა, ხვალ და ზეგ არ ვიცი, კიდევ თუ მივალ ამ ზომამდე და გათავდება ჩემი ტანჯვა-წამება”. – ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, მთავარ არხთან საუბრისას თქვა.

“დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია. ყველას შევხვდით, პრეზიდენტს შევხვდით, პრემიერს, ამერიკის ელჩს. მთელი მსოფლიო მარტო დაპირებებს იძლევა და გადის დღეები, თვეები, წელიწადი მოვიდა და ჩვენი შედეგი და ჩვენი მოთხოვნა არავის ეყურება. ჩვენს საქმეს საშველი არ დაადგა და ადამიანი ფსიქოლოგიურად ყველა ერთნაირია. რა ვიცი მე, იძულებული ვარ, რაღაცა მოვიმოქმედო, დამღალა ამ ყველაფერმა და იძულებული ვარ, რაღაცა ხერხს მივმართო. დღეს თუ არ გამომივიდა, ხვალ და ზეგ არ ვიცი კიდევ თუ მივალ ამ ზომამდე და გათავდება ჩემი ტანჯვა-წამება. მესმის, დამნაშავე რომ იყოს, იტყვი ადამიანი დამნაშავეა და მოიხადოს სასჯელი, შეეგუები ადამიანი და მთელი მსოფლიო ამბობს, უდანაშაულოაო და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს პირველივე დღიდან. წელიწადი გავიდა და განა, რა გახდა ჩვენი საქმე ასეთი უსაშველო”. – ამბობს ნანა ბუნტური.

banner
წინა სტატიაში“ღამე, ოთხ საათზე რომ გარე ორსულობის დიაგნოზით შემოიყვანონ ქალი, კათედრის სხდომას ვერ მოიწვევ”
შემდეგი სტატია2018-2021 წლებში დედაქალაქში ჯანდაცვის მიმართულებით დამატებით სამი ახალი პროგრამა ამოქმედდა