დამენია – ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, მნიშვნელობა არ აქვს, რაიმეს გამოსწორების ილუზია არ გვაქვს

„ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა მმართველობის ისეთი სისტემა, რომლის არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობენ პოლიტიკური ფიგურები, არსებობენ ნომინალური შემსრულებლები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებულები. ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჯანდაცვის მინისტრი ვინ იქნება. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, არაფრის გამოსწორებას არ ველოდებით. პანდემიის ამ რთული პირობების მდგომარეობაში, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა – ფოთის ყოფილ მერს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 40 000 ლარი ჯარიმა და 3 წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა
შემდეგი სტატიაარანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს – კობახიძე ინსპექტორის სამსახურზე