დამენია – საზოგადოებრივი და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხის გათვალისწინებით, თამარ ჟვანია ამ ნაბიჯისთვის განწირული იყო

საზოგადოებრივი და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხის გათვალისწინებით, თამარ ჟვანია განწირული იყო ამ ნაბიჯისთვის და ის უნდა გადამდგარიყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა, რითაც თამარ ჟვანიას ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას გამოეხმაურა.

„ახლა მთავარია ოპოზიციურმა ძალებმა მოახერხონ ისეთი საარჩევნო კამპანიის წარმოება, სადაც მთავარი იქნება მოქალაქეთა აქტივობა, რომ იმდენად დიდი უპირატესობა მოვიპოვოთ „ქართულ ოცნებაზე“ ნებისმიერი მანიპულირების მიუხედავად მათ ვერ მოახერხონ ამ არჩევნებში 43%-იანი ბარიერის გადალახვა“ , -განაცხადა ლაშა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე საპატრიარქოში დაიბარეს
შემდეგი სტატიააპატურაი – საქართველოს მთავრობის წარმატებამ ძალიან კარგი შედეგი მოიტანა