დამენია – საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა

„ქართული ოცნება“ 9 წლის განმავლობაში სწორედ ასე იქცევა – ოპონენტების მიმართ ახორციელებენ სისხლის სამართლებრივ დევნას და შემდეგ ვაჭრობენ მათი თავისუფლებით, – ამის შესახებ „ევროპულ საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და ექსპერტების მოსაზრებებს არ ითვალისწინებს.

დამენიას შეფასებით, „ქართულ ოცნებაზე“ საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხი უნდა გაძლიერდეს, რათა პოლიტიკური დევნა შეწყდეს.

„ქართული ოცნების“ ეს პოზიცია, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი. ისინი 9 წლის განმავლობაში სწორედ ასე იქცევიან, ოპონენტების მიმართ ახორციელებენ სისხლის სამართლებრივ დევნას და შემდეგ ვაჭრობენ მათი თავისუფლებით. აქ მთავარია საპროტესტო ელექტორატის მობილიზება და „ქართულ ოცნებაზე“ საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხის გაძლიერება, რათა პოლიტიკური დევნა შეწყდეს და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა“, – განაცხადა დამენიამ

წინა სტატიაშიტიკარაძის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, განიხილება თუ არა მის შემცვლელად არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – „ემპათიას“ შეფასებები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყალბია