დამენია – საბანაძე კი არ უნდა დგებოდეს, პასუხს უნდა აგებდეს

ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, საბანაძე კი არ უნდა დგებოდეს დაკავებული თანამდებობიდან, არამედ პასუხს უნდა აგებდეს იმ უკანონო ბრძანებების გაცემის გამო, რაც ისმის ჩანაწერებში – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ლაშა დამენია, შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის გადადგომასთან დაკავშირებით.

დამენიას თქმით, იმ ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, რომლებშიც ფიგურირებდა თავად საბანაძე, მან სამართლებრივადაც უნდა აგოს პასუხი,

„ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, საბანაძე კი არ უნდა დგებოდეს დაკავებული თანამდებობიდან, არამედ პასუხს უნდა აგებდეს იმ უკანონო ბრძანებების გაცემის გამო, რაც ისმის ჩანაწერებში და რისი ძირითადი შემოქმედიც არის თვითონ და მისი პატრონი გახარია 20 ივნისის სისხლიანი დღისა, თვალების დათხრისა და იმ ახალგაზრდებზე ტყვიების დაშენის გამო, რაც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ.“ – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშისაკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან რეგულაციები
შემდეგი სტატიათენგიზ ფხალაძე – კიდევ ერთი შანსი გვეძლევა, რომ ევროკავშირის გამოწვდილ ხელს ღირსეულად ვუპასუხოთ