დამენია – „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსით ცდილობს ძალის დემონსტრირებას

„ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსით ცდილობს ძალის დემონსტრირებას, თუმცა ისინი 30 ოქტომბერს პირწმინდად დამარცხდებიან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ მმართველი პარტიის ორგანიზებული აქციის თაობაზე განაცხადა.

დამენია მიიჩნევს, რომ თავისთავად საშიში მოვლენაა, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ კონტრაქციას ატარებს.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს ფაქტობრივად თავის თავს უწყობს კონტრაქციას, რომელიც ჩვეულებრივი დავალებაა სსიპ-ების და ა(ა)იპ-ებისთვის, გამგეობებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, სკოლებისთვის და იმიტაციის შექმნაა იმისა, რომ თითქოს ხალხში აქვთ მხარდაჭერა. ეს თავისთავად საშიში მოვლენაა, როდესაც ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს და ატარებს კონტრაქციას კონკრეტულად ოპოზიციის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის დამადასტურებელი იქნება 30 ოქტომბერი, როდესაც ხელისუფლებას პირწმინდად დამარცხება ოპოზიციასთან“, – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისსა და რეგიონებში პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიათიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს