დამენია – ნაცვლად იმის, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებზე მიმდინარეობდეს სამართლებრივი დევნა, ხელისუფლება მათ პროპუტინული პარტიის ჩამოყალიბებაში ეხმარება

„ევროპული საქართველოს“ წევრის ლაშა დამენიას განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებზე მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, ხელისუფლება ეხმარება მათ პროპუტინული პარტიის ჩამოყალიბებაში.

„ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა თავისუფალ მასმედიაზე, კომუნიკაციების კომისია ერთი მხრივ, აჯარიმებს თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს, მეორე მხრივ, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფები ახორციელებენ 5 ივლისს ძალადობას თავისუფალ ჟურნალისტებზე და იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეებზე მიმდინარეობდეს სისხლის სამართლებრივი დევნა ხელისუფლება ხელს უწყობს “ალტ ინფოს” ჩამოაყალიბოს პარტია და ამ პრო-პუტინულმა ძალამ, განაგრძოს ქვეყანაში არეულობებისა და ძალადობის მოწყობა“, – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში ტრაილერი ქვეითს დაეჯახა – კაცი ადგილზე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი ღიბრაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძესთან დაპირისპირებას უარყოფს