დამენია: მმართველ გუნდს 9 წლის თავზეც კი მოსახლეობისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს

„საქართველოს მოსახლეობა „ქართული ოცნებას“ ყველა მსგავს საქმიანობაზე მწარე პასუხს ამ არჩევნებზე გასცემს“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას.

„ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად არც არაფერი დარჩენია გარდა სიძულვილის ენის გამოყენებისა. 9 წლის თავზე, როდესაც მმართველ პარტიას არ აქვს არანაირი პოზიტიური გზავნილი თუ რითი გამოასწორა მოსახლეობის ცხოვრება, ეს არის მათი ერთადერთი გზა, თუმცა ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობას ყელში აქვს ამოსული და 30 ოქტომბერს მოსახლეობა გასცემს პასუხს „ქართულ ოცნებას“ ყველა იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ეწეოდნენ და მწარედ დამარცხდებიან ამ არჩევნებზე,“- განაცხადა დამენიამ.

წინა სტატიაშივაშაძე: ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ყველა მივიდეს არჩევნებზე და ყველა კანდიდატს, ვინც არ არის “ქართული ოცნება”, მხარი დაუჭირონ
შემდეგი სტატიასარჯველაძე: თუ გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ რაიმე იყო უკანონო რასაკვირველია, ამას მოყვება უმკაცრესი რეაქცია