დამენია – ხელისუფლება კვლავ ცდილობს აბსურდული ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების „გაშავებას”

„ევროპული საქართველის“ წევრი ლაშა დამენია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიების დაწყებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი საქმეები ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო მიზნებს უკავშირდება. მისივე თქმით, ხელისუფლება კვლავ ცდილობს აბსურდული ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების “გაშავებას”, თუმცა არჩევნების შემდეგ მსგავსი საქმეები თაროზე რჩება

„ქართული ოცნება“ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უკვე მეხუთედ აღძრავს მსგავს საქმეს. მთელი საქართველო უკვე იმდენად მიეჩვია ამ აბსურდულ ბრალდებებს, რომლებსაც არჩევნების წინ აღძრავენ ოპოზიციისთვის ტალახის შესაზელად, რომ არჩევნების შემდგომ ყველას ავიწყდება და უბრალოდ თაროებზე დევს. „ქართული ოცნება“ ახლაც ამ ჩვეული მეთოდით მოქმედებს, რომელსაც სერიოზულად კვლაც არავინ აღიქვამს“, – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი – დღეს რუსეთ-საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი სჭირდება ქვეყანას
შემდეგი სტატიასაქართველომ გერმანიისგან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალო მედიკამენტები მიიღო