დამენია – ღარიბაშვილი, 5-6 ივლისის მოვლენების გამო, ციხეში უნდა იჯდეს

„ქართული ოცნება“ და მისი დამქაშები პასუხს აგებენ ყველა დანაშაულისთვის ქართველი ხალხის წინაშე, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა დამენია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ არჩევნების შემდეგ ნულოვანი კომპრომისი იქნება.

როგორც დამენიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ და პირადად ირაკლი ღარიბაშვილი საკადრის პასუხს მიიღებს.

„სწორედ რომ ნულოვანი კომპრომისი იქნება და ამას საქართველოს მოსახლეობა 2 ოქტომბერს დაუმტკიცებს „ქართულ ოცნებას“. ამ საზიზღრობისთვის, ამ უტიფრობისთვის, ამ სინდის-ნამუსგარეცხილობისთვის „ქართული ოცნება“ და პირადად ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს საკადრის პასუხს. ღარიბაშვილი დღეს ციხეში უნდა იჯდეს 5-6 ივლისის მოვლენების გამო, თუნდაც იმის გამო, რომ საქართველო ასეთ გამოუვალ მდგომარეობამდე, ხრამამდე მიიყვანა“, – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციასა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას შევძლებთ
შემდეგი სტატიამსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა