დამენია – დიალოგის მეორე მხარეს არის გადამგდები „ქართული ოცნება“, ამიტომ ოპოზიცია უნდა დარწმუნდეს, რომ დიალოგის შედეგი ქვეყნისთვის სასარგებლო აღმოჩნდება

„სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზებაზე თუ კი გამოჩნდა რაიმე კონტურები, რომ ეს დიალოგი მიდის გარკვეულ შეთანხმებამდე „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ თვითმიზანი არ არის, რომ მივიდეს ან არ მივიდეს რომელიმე შეხვედრაზე, თუმა უნდა ითქვა, რა თქმა უნდა, რომ დიალოგი არის ერთადერთი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზებაზე თუ კი გამოჩნდა რაიმე კონტურები, რომ ეს დიალოგი მიდის გარკვეულ შეთანხმებამდე „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს, ოღონდ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დიალოგის მეორე მხარეს ზის „ქართული ოცნება“ რეპუტაციაც პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არის გადამგდები. ამიტომ ოპოზიციის ამ ნაწილმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს დიალოგი თუ წარიმართება, წარიმართოს იმ შედეგით, რომელიც საქართველოსთვის აუცილებელი და საჭირო გახდება.“ – განაცხადა დამენიამ

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შევისწავლეთ, მაგრამ „ომიკრონის“ შტამი არ დადასტურდა
შემდეგი სტატიაზარქუა – გავითვალისწინეთ ტელევიზიების თხოვნა და აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება