დამენია: ამ ტიპის აქციები, რომლებიც არ არის საერთო გეგმაში მოქცეული, მხოლოდ და მხოლოდ გვაშორებს „ქართული ოცნების” დამარცხების მიზანს

ამ ტიპის აქციები, რომლებიც არ არის საერთო გეგმაში მოქცეული, მხოლოდ და მხოლოდ გვაშორებს “ქართული ოცნების” დამარცხების მიზანს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ დღეს დაგეგმილ „ნაციონალური მოძრაობის” აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დამენიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია გააზრებული იყოს.

„მიუხედავად იმისა, რომ აქციები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ, აუცილებელია ეს ბრძოლა იყოს კარგად გააზრებული და კომპლექსური, ამ ტიპის აქციები, რომლებიც არ არის საერთო გეგმაში მოქცეული მხოლოდ და მხოლოდ გვაშორებს იმ საერთო მიზანს, რასაც “ქართული ოცნების” დამარცხება ჰქვია”, – განაცხადა ლაშა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი არველაძე: მე პირადად მრცხვენია მიშასთვის დაბადების დღის მილოცვა
შემდეგი სტატიარუსთაველზე დაგეგმილი აქცია – შსს-მ სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო