“დამეხმარეთ დედის პოვნაში, ვიცი, რომ ქართველები ერთმანეთს ეხმარებიან…” – მარიამი დედას ეძებს

“ალიას” დახმარებისთვის მოგვმართა ახალგაზრდა გოგომ, რომლის წერილსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ვ ე ძ ე ბ დ ე დ ა ს !!!

მე ვარ მარიამი სავარაუდოდ 1995, 1996 წელს 19 აგვისტოში დაბადებული… (არ ვიცი ნამდვილად) ბევრი ინფორმაცია არ მაქვს ჩემ თავზე… მარა ვიცი ზოგადად რაღაც დეტალები…

როგორც გავიგე მე გამომიყვანა სამშობიაროდან ქალმა რომელიც ერქვა ნანა სამხარაძე და ეხლა არის საზღვარგარეთ… მას უნდოდა გავეყიდე და დამტოვა ქალთან, რომელიც ასრულებდა ჩემ მოვლას… ეს ქალი ცხოვრობდა თბილისში მესამე მასივში პირველ სართულზე… ამ ქალს ერქვა ლილი და მე მგონი იყო სომეხი… მუშაობდა ჯიხურში, ე.წ. “ბუტკაში”…

მერე ამ ქალს ნანას საქმე ჩაეშალა და ვერ აასრულა ჩემი გაყიდვა… ამასობაში დავრჩი სამი წელი ლილისთან… ლილიმ მიხვდა რომ ვეღარ შეძლებდა ჩემ აღზრდას და მოვლას და გადაწყვიტა ნაცნობ ნაცნობებში მიეცა ვინმესთვის ჩემი თავი… ესეც მოხდა და ჩემა აღმზრდელ მშობლებმა წამომიყვანეს… არანაირი საბუთი არ მისცეს ჩემ მშობლებს.. უბრალოდ ლილიმ თქვა რომ დედაჩემი მისი მეზობელი იყო და ცოტახნით დამტოვა… მე ამას ვერ ვიჯერებ ! არ ვიჯერებ ! მე ვიცი რომ დედაჩემს არ დავუტოვივარ… ისიც ვიცი რომ ქართველები ერთმანეთს ეხმარებიან და ვიცი მეც ის, რომ დამეხმარებით დედის პოვნაში… დიდი მადლობა.

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 6989568419.

პირველ ფოტოზე ვარ 2 წლის და 11 თვის …. სანამ ლილი გამაშვილებდა !”

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა არის ის, რომ “ოცნება” აუცილებელ ცვლილებებს დაეთანხმოს
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი