“დამეღუპა პირველი შვილი, ჩვენთვის უსაყვარლესი ქეთი…” – 10 უცნობი ფაქტი ნიკა რურუას შესახებ

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რი, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, ნიკა რუ­რუა გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” პარ­ტი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ნიკა რუ­რუა გარ­დაც­ვლი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში იპო­ვეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად გუ­ლის შე­ტე­ვა სა­ხელ­დე­ბა. ნიკა რუ­რუა 50 წლის იყო. ის პარ­ლა­მენ­ტის მე-6 მოწ­ვე­ვის დე­პუ­ტა­ტი და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი გახ­ლდათ.

გთა­ვა­ზობთ 10 ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ფაქტს ნიკა რუ­რუ­ას შე­სა­ხებ:

“1. ვარ დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

2. მი­მუ­შა­ვია მუ­შად და მტვირ­თა­ვად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში;

3. ვარ დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ არ­შემ­დგა­რი ტელე-რე­ჟი­სო­რი;

4. ვარ იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის დოქ­ტო­რი (Juris Doctor), რო­მე­ლი ხა­რის­ხიც აშშ-ში მო­მე­ნი­ჭა;

5. გა­და­ღე­ბუ­ლი ვარ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დურ როლ­ში პო­პუ­ლა­რულ ქარ­თულ ფილ­მებ­ში: “იყო შაშ­ვი მგა­ლო­ბე­ლი”, “უძი­ნარ­თა მზე”, “გარ­სე­ვა­ნი”;

6. პი­რა­დად შევ­ხვედ­რი­ვარ ადა­მი­ანს, ვინც იც­ნობ­და საბ­ჭო­თა დიქ­ტა­ტორ სტა­ლინს;

7. ვი­ყა­ვი გორ­ში სტა­ლი­ნის ძეგლის დე­მონ­ტა­ჟის იდე­ის ავ­ტო­რი და ძეგლის მოხ­სნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­ვე­ლი გა­მომ­ცხა­დე­ბე­ლი;

8. ვარ საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის გახ­სნის იდე­ის ავ­ტო­რი და ექ­სპო­ზი­ცი­ის მო­წყო­ბის მო­ნა­წი­ლე;

9. ვარ და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი გორ­გას­ლის ორ­დე­ნით აფხა­ზე­თის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის;

10. და­მე­ღუ­პა პირ­ვე­ლი შვი­ლი, ჩვენ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი ქეთი, რო­მე­ლიც დღეს 24 წლის იქ­ნე­ბო­და და რო­მე­ლიც დღე­საც მიყ­ვარს და არას­დროს მა­ვი­წყდე­ბა”.

წყარო: Venue.ge

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი: „საუბრები მტკიცებულებების გარეშე იმაზე, რომ თითქოს ვიღაცეებთან შეკრულები ვართ, მინისტრი რაღაც ალიანსში იმყოფება, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია
შემდეგი სტატიაისრაელში ჯვაროსნული ომისდროინდელი ოქროს მონეტები იპოვეს